1.პროექტის სახელწოდება: ყაზბეგის არაორგანული ბუნების ძეგლები
2.პროექტის მთავარი იდეა: ყაზბეგის ახლანდელი სტეფანწმინდის რაიონის არაორგანული ბუნების ძეგლების: ტრავერტინების, კანიონების, ჩანჩქერების, ვულკანური კონუსების, ლავური ღვარების მონახულება და გაცნობა.
3.პროექტის აქტუალობა: პროექტი მოსწავლეებს დაეხმარება გაეცნონ ყაზბეგის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, როგორც ამ რაიონის ტურისტულ კერად აღორძინების ერთერთ მთავარ მახასიათებლებს. მოიძიონ ინფორმაცია, გაეცნონ თითოეული არაორგანული ძეგლის წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესებს, მოინახულონ და წარადგინონ ფართო აუდიტორიის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებები, თემატურად და ვიზუალურად ისტ–ის საშუალებების გამოყენებით.
4.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია დააინტერესოს და უფრო ღრმად და საფუძვლიანად გააცნოს მოსწავლეებს არაორგანული ბუნების ძეგლების წარმოშობა , გავრცელება და ტურისტული სფეროს განვითარებისათვის მათი აქტუალურობა ამა თუ იმ რაიონში.მოსწავლეები უკავშირებენ რელიეფის ტიპებს და ფორმებს ერთმანეთს და განსაზღვრავენ მათ „ღირებულებას’’ ტურიზმის განვითარებისათვის.
5.მონაწილეთა ასაკი: IX კლასი, 20 მოსწავლე, 14 წლის
6.ვადები/ხანგძლივობა: სამი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგი: ნარკვევი ყაზბეგის რაიონის არაორგანული ბუნების ძეგლების შესახებ, ფოტოალბომი, სლაიდ შოუ, გამოფენა ფართო საზოგადოებისთვის. რაიონის თვითნაკეთი რუკა.
8.საჭირო რესურსები: ინტერნეტი, ისტ საშუალებები, ენციკლოპედიები, რუკები, ფოტოკამერები, საექვსკურსიო ინვენტარი, ალბომი და დიდი ფორმატები, ფაილები ნარკვევისათვის.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და თითოეულ ბუნების ძეგლზე ინფორმაციის მოძიება, სამუშაოს დროში გაწერა, მასალის დამუშავება, ანალიზი, თვალსაჩინოების მოპოვება, სლაიდშოუს შექმნა, პრეზენტაცია და კონფერენცია დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
10.საგნებთან/ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 1. პროექტი ემსახურება ესგ–ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს (გეო.IX.1)
2. რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების(ფოტოები,ცხრილები) დახმარებით ახასიათებს ადგილს, მოვლენასა და პროცესებს. ადგენს თემატურ რუკებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა მათიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: khatuna.matiashvili@gmail.com
13 პროექტის ვებ–გვერდი:khatuna-matiashvili.blogspot.com




No comments:
Post a Comment